ახალი ამბები
ქუთაისში მე-9 სართულზე მუშა უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N127-ში, საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე მამაკაცი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობს.
ინფორმაციასა და ფოტოს სოციალურ ქსელში შრომის უსაფრთხოების საკითხებში საკონსულტაციო კომპანია სმიტექსი ავრცელებს. 

"30 მეტრის სიმაღლეზე ადამიანი დგას და მუშაობს გაურკვეველ, კუსტარულად დამზადებულ ხარაჩოს მაგვარ კონსტრუქციაზე. კანონმდებლობა ამ ფაქტს განსაზღვრავს კრიტიკულ შეუსაბამობად − რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა. კანონმდებლობის მოთხოვნაა ასევე, რომ ხარაჩო უნდა იყოს მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული. ამ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიმდინარე კონკრეტული სამუშაო პროცესი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურის წარმომედგენლები სწრაფად გამოცხადდნენ მისამართზე, თუმცა შემოიფარგლნენ მხოლოდ გაფრთხილებით, ხოლო სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა", - აცხადებენ კომპანიაში. 

ქუთაისიპოსტმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ქუთაისის მერიას მიმართა კითვებით, ჰყავს თუ არა შრომის უაფრთხოების სპეციალისტი სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება კომპანიას. მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print