ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში სეზონის ბოლომდე ოთხ პრემიერას წარმოადგენენ
FaceBook

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში უახლესი პრემიერა 6 და 7 თებერვალს  გაიმართება.


რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი წარმოადგენს სპექტაკლს  „მეორე ნახევარი“ -  დრამატურგ მაკა კუკულავას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. 

სპექტაკლში დაკავებული არიან მესხიშვილის თეატრის მსახიობები დავით როინიშვილი და ენდი ძიძავა.


მარტში მესხიშვილის სცენას ბერტოლდ ბრეხტს დაეთმობა. ბრეხტის პიესის, „დაფდაფები ღამით“, მიხედვით დადგმას რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი წარმოადგენს.

გაზაფხულზე გაიმართება მესამე პრემიერაც. ნუგზარ ლორთქიფანიძის პიესის მიხედვით „თქვენო უდიდებულესობავ“ სპექტაკლს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი კოტე აბაშიძე დადგამს.

სეზონს დავით კლდიაშვილის  „დარისპანის გასაჭირი“ დაასრულებს,  დადგმას ნუგზარ ბაგრატიონი განახორციელებს.

Print