ახალი ამბები
ქუთაისის დაავადებათა ცენტრის ეპილოგები ხარაგაულში ჩინელების დასახლებას მოინახულებენ
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში დაიწყება კამპანია, რომლის მიზანი იმ რეგიონების მონახულება და შემოწმება იქნება, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ქუთაისის დაავადებათა ცენტრის ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთ ასეთი დასახლების ადგილას. იქ მათ დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება.


დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოსახლეობის დასახლებები. ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს უკვე 15:00 საათზე ვიწყებთ გასვლებს. სწორედ ამ მშენებლობებზე ჩავლენ ჩვენი სპეციალისტები და იქ დასაქმებულებს დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ და რა სიმპტომები არ უნდა ჰქონდეთ, ასევე, განემარტებათ, რომ ჩინეთში ყოფნიდან ორი კვირის განმავობაში თუ გამოჩნდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და მისი რეფერარი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მოხდება შესაბამისად დადგენა არის თუ არა დაავადება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომი ქმედებებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ დაავადების  სამკურნალოდ მედიკამენტები არ არსებობს, მკურნალობა ხდება ისე, როგორც ვირუსის შემთხვევაში.

მისივე თქმით, ჩინეთთან ფრენები შეჩერებულია, რეისები, ჯერჯერობით, გადადებულია, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის რეკომენდირებული რაიმე სხვა სახის შეზღუდვის დაწესება.

საქართველოში, არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა აეროპორტებში ექიმები ვისუსთან დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ.





Print