ახალი ამბები
ქუთაისის მერია მეორე საერთო საცხოვრისის მოწყობას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერიამ საერთო საცხოვრისის მოწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი (NAT200001869) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ახალი საერთო საცხოვრებელი ავანგარდის დასახლებაში გუგუნავას #12-ში უნდა მოეწყოს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარია.

ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით არ იციან რა ბედი ელის ამჟამად მოქმედ სოციალურ თავშესაფარს, რომელიც ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს და რომლის მდგრადობაზე ექსპერტების კრიტიკული დასკვნაა დადებული. 

სახელმწიფო შესყიდვა მიმდინარე წლის 24 იანვარს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 11 თებერვალს დასრულდება. 

დაუცველი უსაფრთხოება, არასრულყოფილი დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობები - ეს ის დარღვევებია, რომელიც ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში არის მითითებული.

გარდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა, ექსპერტებმა ცდომილება იპოვეს კომპანიის მიერ ბენეფიციარებისთვის გადაცემული ბინების საერთო ფართის რაოდენობასა და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ციფრებს შორის.

ახალი საცხოვრისი ნიკეას ქუჩაზე 2017 წლის მარტში გაიხსნა. შენობამ ნგრევა უსახლკაროების შესახლებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო. ამის შემდეგ გადაწყვიტა მერიამ, შენობას ექსპერტიზა ჩატარებოდა. კონკურსის შედეგად კავშირგაბმულობის შენობის რეკონსტრუქცია მერიამ შპს "სანოს" დაავალა. კომპანიამ ქუთაისის მერიას პირველ ეტაპზე ერთი მილიონი ლარი გადაუხადა. ჯამში საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა. 



ამავე თემაზე:

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები

Print