ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში 30 იანვრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს 31 იანვრიდან პროგნოზირებენ. მათივე ცნობით, არამდგრადი ამინდი კვირის ჩათვლით შენარჩუნდება. 

ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. დაბლობ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს.

პირველი თებერვლიდან კი ტემპერატურის მატებას ელოდებიან. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი.
Print