ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში "კორონავირუსთან" დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ
FaceBook

ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტში სასწრაფოს ბრიგადის ექიმები "კორონავირუსთან" დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ.

აეროპორტში პირველი შემოწმება 26  იანვარს  გვიან ღამით ჩატარდა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა დოლიძე   განმარტავს, რომ შემოწმებული მგზავრებიდან არცერთს "კორონავირუსის" დამახასიათებელი სიმპტომი, მაღალი სიცხე არ დაუდგინდა.

მისი თქმით, ქუთაისიში მგზავრების შემოწმება მანამ გაგრძელდება, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს.

"ჩვენი სამსახური ჩაერთო "კორონავირუსის" გამოვლენის საქმეში. ვამოწმებთ ყველას, ვისაც აქვს კონტაქტი იმ ქვეყნებთან, სადაც ეს ვირუსი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე შემოწმებული გვყავს 10 მგზავრი. აქედან ზოგი თავისით მოვიდა და გვთხოვა შეგვემოწმებინა, რადგან მათ გაიარეს ჩინეთში. არცერთ მგზავრში

საბედნიეროდ არ გამოვლინდა მაღალი ტემპერატურა და "კორონავირუსი". ზოგადად საქართველო ითვლება დაბალი რისკის ქვეყნად ამ ვირუსთან მიმართებაში. ვიდრე საფრთხე იარსებებს, მსგავსი ტიპის შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტრში გაგრძელდება. ჩემი ჯგუფი 24 საათიან მორიგეობაში რჩება", - აღნიშნა ექიმმა თამუნა დოლიძემ.

 

Print