ახალი ამბები
ცხენისწყალში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო-სამუშაოები მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარის მდინარიდან ამოყვანით დასრულდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მდინარე ლაჯანაში, ლეჩხუმის მეორე მხარეს იპოვეს.

მესამე მგზავრს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში, 22 იანვარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ცხენისწყლის არხში გადავარდა, ავტომობილში სამი მგზავრი იყო.

სამივე მგზავრი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.




Print