ახალი ამბები
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე თავისუფალია
FaceBook

​ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა,  ირაკლი მერკვილაძემ,  ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე დატოვა.

22 წლის ვიოლეტა მატიონოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული 24 იანვარს გაათვისუფლეს.

 

ირაკლი მერკვილაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ სასჯელის მოხდის მიუხედავად ბრალს არ აღიარებს და ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს.

"არ მიღიარებია და არც ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია. უკვე დაგვიდასტურეს, რომ საქმე წარმოებაში მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას. რამდენიმე კვირა დამჭირდება ადაპტაციისთვის და ისევ დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას",-განაცხადა ირაკლი მერკვილაძემ.


N2ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმი, ირაკლი მერკვილაძე 2017 წლის 27 იანვარს დააკავეს. პროკურატურა მას 22 წლის პაციენტის, ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებოდა. ვიოლეტა მატინოვამ საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძის კლინიკაში გაიკეთა, რამდენიმე დღეში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში კლინიკის მთავარ ექიმს ადანაშაულებდა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მატინოვა კლინიკიდან გაწერის შემდეგ არასათანადო პირობებში იმყოფებოდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, საბოლოოდ კი ფატალურად დასრულდა.


ირაკლი მეკრვილაძეს ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.



ამავე თემაზე:

ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ


Print