ახალი ამბები
მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი მანქანის მესამე მგზავრს ისევ ეძებენ
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში ავტოავარიის შედეგად, მდინარე ცხენისწყლის არხში დაკარგულ ერთ მამაკაცს სამი დღეა ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ , რომ სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

'' ორი მამაკაცის ცხედარი ვიპოვეთ, ლეჩხუმის მეორე მხარეს, სოფელ ორბელში, ერთ მამაკაცს კი ამ დრომდე ვეძებთ, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა''- ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში,  22 იანვარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ცხენისწყლის არხში გადავარდა, ავტომობილში სამი მგზავრი იყო.

სამივე მგზავრი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი მანქანის ორი მგზავრი იპოვეს
Print