ახალი ამბები
„ლელომ“ ქუთაისში პარტიული ოფისი გახსნა
FaceBook
"ლელომ" ქუთაისში პარტიული წარმომადგენლობა გახსნა.

ოფისის გახსნას ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც პარტიის ახალი წევრები წარადგინეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქუთაისი, რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში თბილისს სიცოცხლე დაუბრუნა, ახლა მიტოვებულია,  სრულიად ქვეყანა კი ნიჰილიზმის ჭაობშია. მისივე თქმით, 2020 წელი არის ის შანსი, როცა ქალაქმა მისი რეალური ფუნქცია უნდა დაიბრუნოს.

"ეს არის ის ქალაქი, რომელმაც გამოაცოცხლა თბილისი და ახლა ის მიტოვებულია. ამიტომ, ვპირდებით ყველას, რომ ჩვენ დავუბრუნებთ ქუთაისს იმ საგანმანათლებლო, პოლიტიკურ, ფინანსურ, ტურისტულ და ლოჯისტიკურ დატვირთვას, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. ქუთაისი უნდა გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, როგორიც ის ყოველთვის იყო. ყველა ქუთაისელს, ყველა იმერელს უნდა მივაწვდინოთ ხმა, რადგან ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლის შეცვლის შანსი არის სწორედ 2020 წელი. ჩვენ წლებია ვიმყოფებით ნიჰილიზმის ჭაობში და ამ მენტალური ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ლიდერთა თქმით, ისინი მათ 12 წარმომადგენელს ყველა ქალქსა და სოფელში ეტაპობრივად დაასახელებენ.
Print