ახალი ამბები
"ლევან ხაბეიშვილს ციფრები და ფაქტები ჰქონდა ხელში, ამიტომ დაესხნენ თავს"
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი  გრიგოლ ვაშაძე პარტიის ქუთაისის ოფისში  თანაპარტიელის  ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.


"კიდევ ერთხელ დაინახა ქართველმა ხალხმა, რომ "ქართული ოცნების" სათავეში გაჩერება არ შეიძლება, ლევანს ციფრები და ფაქტები ჰქონდა ხელში, ამიტომ დაესხნენ თავს, არ მოგწონს მისი განცხადებები სასამართლოში იჩივლე და კანონის ენით დაელაპარაკე, ძალადობის ენით რომ ესაუბრები, "ქართული ოცნება" აუცილებლად წააგებს არჩევნებს, თქვენ არ იმსახურებთ საქართველოს მოქალაქის საბუთის ტარებას", -  განაცხადა  გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

ლევან ხაბეიშვილი "ერთიანი ნაციონალური "მოძრაობის წევრია, დღეს, თბილისის საკრებულოში " ქართული ოცნების" დეპუტატებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ხაბეიშვილს აღენიშნება დაზიანება თვალის აღეში.

 

Print