ახალი ამბები
ქუთაისში, გაფიცულ მუშებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მუშებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოლაპარაკებებში ასევე ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენლები. 


''ჩვენ წარვუდგინეთ კომპანიის ადმინისტრაციას დოკუმენტი, სადაც ჩვენი მოთხოვნებია, ველოდებით მათი მხრიდან პასუხს, მანამდე კი მუშები აქციას განაგრძობენ", -  ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, ირაკლი მხეიძე.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამედიცინო დაზღვევა - სწორედ  ამ  პირობებზე უნდა დათანხმდეს კომპანია მუშებს, რათა საწარმოში მუშაობა განახლდეს.  


ქარხანაში დასაქმებული მუშების თქმით, მათ 10 თვის განმავლობაში ხელშეკრულების გარეშე უწევდათ მუშაობა, ასევე მათ არ ეძლეოდათ სამუშაოს შესრულების დროს ხელთათმანი და სპეციალური ფეხსაცმელი.

მეტალურგიული ქარხნის მუშები მეხუთე დღეა  გაფიცულები არიან. შესაბამისად, ქარხანა გაჩერებულია. 

ქუთაისში, შპს "ამბიკონ სტილსის" 200 –მდე მუშა მეხუთე დღეა გაფიცულია. მეტალურგიულ ქარხანაში  ამჟამად საქართველოს 200-მდე და  ინდოეთის 60-მდე მოქალაქე მუშაობს.



ამავე თემაზე:

პროტესტის მეხუთე დღე – ქუთაისში ქარხნის მუშების გაფიცვა გრძელდება

''ადამიანურად მოპყრობას ვითხოვთ'' - ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
Print