ახალი ამბები
"სამაიას” გამო მხატვარ ლია უკლებას ისევ ერჩიან
FaceBook
„სამაიას“ გასაყიდად გამოტანის შემდეგ მხატვრის ფეისბუკ ფეიჯზე არ წყდება აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარები - „შენს სისხლს დავლევ“ „ჩექმის ქუსლით ხარ საცემი“, „თითები აქვს დასამტვრევი“და ასე შემდეგ.


მიუხედავად იმისა რომ „სამაია“ წარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვაა. რომელსაც ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე ასრულებენ, მხატვარს ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული სიწმინდის ხელყოფაში ადანაშაულებენ.



ნახატისა და ავტორის მიმართ აგრესიას ლია უკლება ჰომოსექსუალების სიძლვილით ხსნის.

„ვფიქრობ, მიზეზი ისევ და ისევ ჰომოსექსუალების სიძულვილია. ამ ნამუშევრის მიზანი ვინმეს პროვოცირება არ არის, არამედ იმის ჩვენება მსურს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც სურს და აკეთოს ის, რაც უნდა. ჩვენი საზოგადოება ცდილობს ეს ხალხი “მიჩქმალოს”, მათი მთავარი მესიჯია “ სახლში რაც უნდა ის აკეთონ” და ბუნებრივია ხელოვნების საშუალებით ამ საკითხების წინ წამოწევას ბევრი არ ხვდება აღფრთოვანებით“, - ამბობს ლია უკლება.

მისივე თქმით, ხელოვნებამ შეიძლება გვითანაგრძნოს, გაგვამხნევოს, გაგვაბრაზოს და ა.შ. მაგრამ შეუძლებელია მან რამე წაგვართვას, მით უფრო ისეთი რაღაცები, რასაც ქართველობას, სიწმინდესა და ტრადიციებს უწოდებენ.

„სამაის“ დახატვის სურვილი მხატვარს ნინო სუხიშვილის განცხადებამ გაუჩინა, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ამბობს რომ „ქართული ცეკვა კაცურია“ და „ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს“ მხატვარი ამ მოსაზრების საპირისპიროდ აღნიშნავს, რომ კულტურა და კერძოდ ცეკვა არ შეილება მხოლოდ ერთი კონკრეტულ ჯგუფს ეკუთვნოდეს, რადგან ის ყველა ჩვენგანს ეკუთვნის.
Print