ახალი ამბები
პროტესტის მეხუთე დღე – ქუთაისში ქარხნის მუშების გაფიცვა გრძელდება
FaceBook

ქუთაისში, ავანგარდის მეტალურგიული ქარხნის გაფიცულმა მუშებმა დილიდან საპროტესტო აქცია ისევ გაანახლეს.


გაფიცვის გამო ქარხანა მეხუთე დღეა გაჩერებულია. გაფიცულების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულ მუშებს შეუერთდნენ "ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის და ტყიბულის პროფესიული კავშირების" ლიდერები და აქტივისტები.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მუშებს.  ეს ადამიანები მუშაობენ 30 დღე თვეში, მათ არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური მუშაობა, არ აქვთ  ელემენტარული პირობები,  არ ეძლევათ არც ხელთათმანი და არც სპეციალური ფეხსაცმელი, არ არის მოწესრიგებული კოლექტიური დაცვის საშუალებები, ირღვევა შრომის კოდექსი", - განმარტა აქციაზე მისულმა პროფკავშირის წარმომადგნელმა,  ირაკლი მხეიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა დღეს ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაფიცულებს შეხვდნენ.

"დღეს უნდა შევხვდეთ,  პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, ქარხნის წარმომადგენლებს, დავილაპარაკებთ, თუ წამოვლენ მოლაპარაკებაზე,  აქციას შევწყვეტთ. თუ არაფერი შეიცვალა ჩვენი აქცია გაგრძელდება.  8 საათის ნაცვალდ ვმუშაობთ 12 საათი და ანაზღაურება გვაქვს 8 საათის"- ამბობს აქციის მონაწილე რამინ მარგველაშვილი

ქუთაისში, შპს "ამბიკონ სტილსის" 200 –მდე მუშა მეხუთე დღეა გაფიცულია. მეტალურგიულ ქარხანაში  ამჟამად საქართველოს 200-მდე და  ინდოეთის 60-მდე მოქალაქე მუშაობს.
Print