ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვა დაწესდა
FaceBook

ინტენსიური  თოვის  და  ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა.

გზის ამ მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია მხოლოდ კმ1-კმ40 მონაკვეთზე, ხოლო კმ41-კმ107 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების  გამოყენებით.

ორი  და  მეტი  წამყვანი  ხიდის მქონე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

Print