ახალი ამბები
მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი მანქანის ორი მგზავრი იპოვეს
FaceBook

მაშველებმა მდინარე ცხენისწყლში ​გადავარდნილი მანქანის სამი მგზავრიდან ორის ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დილიდან ძებნაში მყვინთავთა ჯგუფი ჩაერთო.


ცაგერის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჩხუტელში,  ავტოსაგზაო შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა დროსაც ჯებირს დაეჯახა და მდინარის არხში გადავარდა.


ერთი გარდაცვლილი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე იპოვეს, მეორე კი დღეს დილით.

Print