ახალი ამბები
''ადამიანურად მოპყრობას ვითხოვთ'' - ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მეტალურგიულ ქარხანის 200- მდე  მუშა ოთხი დღეა გაფიცულები არიან.
ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ მიზნით, დღეს ქარხანასთან  საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 


მეტალურგიული ქარხნის მუშების თქმით, მათ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების თანხას არ უხდიან.

"საშუალო ხელფასი გვაქვს 700 ლარი, მაგრამ ზეგანაკვეთურსაც თუკი მოგვცემენ  უნდა იყოს 1500 -მდე.  მაგრამ ასე არ გვიხდიან", - ამბობს ქარხნის ერთ-ერთი მუშა პაატა ახვლედიანი. 

ისინი ანაზღაურების მომატების  გარდა, არასათანადო სამუშაო პირობებსაც აპროტესტებენ. მათი თქმით,  ქარხანაში არ არის სველი წერტილები. ისინი ამბობენ, რომ  სამუშაო პროცესის დროს ხელთათამანებიც კი არ აქვთ.

ავანგარდის მეტალურგიული ქარხანა შ.პ.ს “ამბიკოსტილს” ეკუთნის, კომპანიაში ამ დრომდე მედიასთან განცხადებას არ აკეთებენ .
Print