ახალი ამბები
“ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - "ქუთაისიპოსტის" დისკუსია ჭიათურაში
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქის მერი გივი მოდებაძეს, მუნიციპალიტეტის სამსახურებსა, საკრებულოს წარმომდგენლებსა და მოქალაქეებს შორის დისკუსია მოეწყო.

სოფელ ხრეითში გზის საფარი პრობლემა, ჭიათურაში დაბინძურებული გარემო, შუქრუთში სოფლის "ჩაძირვისა" და საწვავზე გაზრდილი ფასის გამო გაზაფხულზე მიწების დამუშავების პრობლემა - ამ საკითხებზე იმსჯელეს დისკუსიაზე შეკრებილებმა.

"გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ რაც აქ ვცხოვრობ ხრეითში სულ არის გზის  პრობლემა, მე კი სახლში ეტლით მოსარგებლე მყავს და გვიჭირს გარეთ გამოსვლა. ესეც რომ არ იყოს, სასწრაფო ვერ მოდის ჩვენთან", - განმარტა სოფელ ხრეითში მცხოვრებმა მაგული თორთლაძემ.


შეხვედარზე ახალგაზრდებმა გარემოს დაცვის და მოწესრიგების საკითხი დააყენეს.

"ჭიათურა არის ძალიან დაბინძურებული ქალაქი და კარგი იქნება თუკი ამას მეტად მიაქცევენ ყურადღებას", - განმარტა შეხვედრაზე ჭიათურის მკვიდრმა დავით ღვალაძემ.

მუნიპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ შეხვედარზე განმარტა, რომ სოფლებში საუბნო გზების პრობლემა წლის განმავლობაში მოგვარდება, რადგან, მისივე თქმით, სამუშაოების შესასრულებლად, რამდინეათასიანი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა მზადდება.


რაც შეეხება, შუქრუთის პრობლემას, მუნიპალიტეტის წარმომადგნლების აცხადებენ, რომ სოფლის მოსახლეობა და "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც აწარმოებს მაღაროს მოპოვებას მუნიციპალიტეტში შეთანხმებას თავდაპირველად მიაღწიეს, თუმცა, შემდეგ პირობებზე ვერ შეჯერდნენ. 

"ჩვენ აღმოვჩნდით თამაშგარე მდგომარეობაში და ახლა მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დავდგეთ ამ ხალხის გვერდით. თუმცა, უნდა აღინიშოს არის შემთხვევები როდესაც ის ადამიანები ითხოვენ კომპენსაციას რომელსაც უკვე აღებული აქვთ", - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.

ქალაქის მერმა შეხვედარზე განმარტა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ყველა ის საკითხია განსაზღვრულია, რომელიც მუნიცპალიტეტის საჭიროებაზე არის მორგებული.


დისკუსია "ქუთაისიპოსტის" რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში  მოეწყო.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.
Print