ახალი ამბები
ქუთაისის მერამ მის მიერ დაფუძნებულ "პარკინგსერვისს" ქონება გადასცა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "პარკინგსერვისს" ქონება ოფიციალურად გადაეცა.
ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირა. მიღებული გადაწყვეტილებით გუგუნავას ქუჩაზე #2-ში არსებული მიწის ფართი "პარკინგსერვისის" საკუთრება გახდა. კომპანია გადაცემული ქონებით ისარგებლებს მანამ, ვიდრე ფუნქციონირებას არ შეწყვეტს.
ამასთანავე, "პარკინგსერვისს" კაპიტალში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე თანხა გადაეცა.
"პარკინგსერვისში" ამ ეტაპზე თანამშრომლები არ ჰყავთ. თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ირაკლი სარიშვილი განმარტავს, ადმინისტრაციაში 15-მდე თანამშრომლის მიღება იგეგმება.
როდის დაიწყებს შპს "პარკინგსერვისი" პარკირების ადგილების მოწესირგებას და რა სამუშაოებს ახორციელებს ამ ეტაპზე კომპანია, ნახეთ დღეს ვიდეოსიუჟეტი ქუთაისიპოსტზე.
დეა მანაგაძე
Print