ახალი ამბები
წყალტუბოში ბინას 560 დევნილი ოჯახი მიიღებს
FaceBook

წყალტუბოს სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი სახლი  შენდება.


პროექტის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი სახლი 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი და ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია.

 

Print