ახალი ამბები
"გაზი არ გვაქს და შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ" - აქცია წყალტუბოში
FaceBook

წყალტუბოს სოფელ სორმონის მოსახლეობამ დღეს სოფელში არსებული პრობლემები აქციით გააპროტესტა.

მათი თქმით,  არ აქვთ ბუნებრივი აირი და არც შეშის მოჭრის უფლებას აძლევენ, რის გამოც ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

გარდა ამისა, სოფელში დაზიანებულია გზა, არ დადის ტრანსპორტი და შორ მანძილზეც კი იძულებული არიან ფეხით იარონ.

სორმონის მოსახლეობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.


"გზაა არ არის, ვერ დავდივართ, ავტობუსიც არ მოდის უგზოობის გამო, თუმცა, ახლა ყველაზე დიდი პრობლემა გაზის არარსებობაა. ამ ცივ ზამთარში არც შეშის მოჭრის უფლებას გვაძლევენ. დაიცალა სოფელი ამდენი პრობლემის გამო", - განაცხადეს ადგილობრივებმა.

აქციას შეურთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

წყალტუბოს მერიაში აცხადებენ, რომ სორმონის მოსახლეობას ტყეკაფის აღება მათ მიმდებარე სოფლებში უპრობლემოდ შეუძლია, გაზიფიცირების პროცესი კი მიმიდნარე წელს დაიწყება.  მუნიციპალიტეტში გზის გაკეთების პირობასაც დებენ.

Print