ახალი ამბები
სახელმწიფო თეატრების მსახიობებს ხელფასი ემატებათ
FaceBook

სახელმწიფო თეატრების მსახიობებს და თანამშრომლებს ხელფასები ემატებათ.


შესაბამისად, ხელფასი ეზრდებათ მესხიშვილის თეატრის, ქუთაისის ოპერისა და თოჯინების თეატრის მსახიობებს, ტექნიკურ პერსონალს და სხვა თანამშრომლებსაც.

განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მსახიობებს და თანამშრომლებს საშუალოდ ასი ლარით მოემატებათ ხელფასი.

„ვიღაცას ასი მოემატება ვიღაცას 50, ვიღაცას 150 ლარი. საშუალოდ 100 ლარი“, - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

„ვის რამდენი მოენატება დაზუსტებული არ არის, თუმცა მომატებით ნამდვილად მოემატებათ“-, აღნიშნავს ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე. 

ქუთაისში სულ სამი სახელმწიფო თეატრია. ისინი 2017 წლიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდნენ.

 

Print