ახალი ამბები
ზესტაფონში 17 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება
FaceBook
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზესტაფონში ბუნებრივი აირის მიწოდება 17 000 აბონენტს შეეზღუდა.
გაზის მიმწოდებელ კომპანია, "სოკარ ჯორჯია გაზის" ზესტაფონის ფილიალში ქუთაისიპოსტს უთხრეს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ტრანსპორტირების კომპანიაა, რომელიც მათ გაზს აწოდებს. 

"ტრანსპორტირების კომპანიას აქვს ავარია და ამიტომ ორი დღე გვაქვს გამოცხადებული შეკეთებისთვის. ამასთანახვე, აბესაძის ქუჩაზე ვახორციელებთ სამუშაოებს, რადგან დიდი რისკი იყო, რომ ამ ქუჩაზე არსებული დარღევების გამო გაჟონვა დაფიქსირებულიყო ოჯახებში", - ამბობს "სოკარ ჯორჯია" გაზის ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი, ლევან აბაშიძე.

რაც შეეხება გაზის მიწოდების აღდგენას, კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი, ტრანსპორტირების კომპანიაზე არის დამოკიდებული და სავარაუდოდ, მოსახლეობას გაზი დღის პირველ ნახევარში, ეტაპობრივად, აღუდგება.

გაზის მიწოდება ზესტაფონში დღეს დილით შეწყდა.
Print