ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ქუთაისში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.
დღეს, თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი ქუთაისში და მათ შორის იმერეთის რეგიონებში, ხოლო 21 იანვრიდან, დასავლეთიდან გავრცელდება ნოტიო ჰაერის მასები.

21- 24 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთიან რაიონებში მოთოვს, ხოლო მთაგორიან რაიონებში შესაძლებელია იყოს თოვლ-ჭყაპი.

ჰაერის მაქისმალური ტემპერატურა დაიკლებს 0-4 გრადუსით.

ჰაერის ტემპერატურა  იქნება 0-2 გრადუსი , ხოლო  მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა -1-3 გრადუსამდე.
Print