ახალი ამბები
ავარია ქუთაისი–სამტრედიის გზაზე - გარდაცვლილია ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი
FaceBook

ქუთაისი–სამტრედიის გზაზე,  აეროპორტთან ახლოს, ავტომანქანა გზის გამყოფ ბეტონის ჯებირს შეეჯახა.


ავარიის შედეგად ავტომანქანაში მსხდომი მგზავრებიდან ორი, ახალგაზრდა ქალი და 8 წლამდე ასაკის მოზარდი გარდაიცვალა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომმა სხვა პირებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

გარდაცვლილები ახლო ნათესავები იყვნენ.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print
თეგები: #ავარია