ახალი ამბები
ქუთაისის მერი ტენდერებზე - ხარისხს სიჩქარეს ვერ შევწირავთ
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება წარმატებით მიმდინარეობს. მურღულიას განმარტებით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებში მაღალი კონკურენცია ფიქსირდება. 

"დროულად ჩატარებული ტენდერი ქალაქის ინფრასტრუქტურულად განვითარების საწინდარია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ხარისხს  სიჩქარეს ვერ შევწირავთ", - განაცხადა ქალაქის მერმა.
მურღულია ირწმუნება, რომ ქუთაისი ერთ-ერთი პირველი თვითმმართველი ქალაქი იქნება, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში 100 პროცენტიანი შესრულება ექნება. ქალაქის მერის ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან ამდრომდე 77 ტენდერი, 15 445 874 ლარზე გამოცხადდა. აქედან, მისივე თქმით, 38 ხელშეკრულება დაიდო. ტენდერები ძირითად ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე არის გამოცხადებული. რაც შეეხება, ჩავარდნილ ტენდერებს, მურღულია ირწმუნება, რომ ტენდერები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ ჩავარდნილა.
"პირიქით მაღალი კონკურენცია არის დაფიქსირებული, რაც კარგი ხარისიხის საწინდარია. რაც შეეხება, ჩავარდნას, 1000 ლარზე და ასევე, სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოცხადებული ტენდერები ვარდება, რაც საგანგაშო არ არის", - განაცხადა ქუთაისის მერმა.
თეკლე მორგოშია
Print