ახალი ამბები
2019 წელს უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი მაჩვენებელი იმერეთში დაფიქსირდა
FaceBook
2019 წელს უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ წელს უკანონო თევზჭერის სულ 484 ფაქტი გამოავლინეს.

ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში - 47, აჭარაში - 43, კახეთში - 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, შავ ზღვაშიც - 24, გურიაში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.


2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - 16.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
Print