ახალი ამბები
ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათს ითხოვენ
FaceBook

ქუთაისში, "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა,   სტუდენტებთან ერთად,  მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს.


"სტუდენტებს უნდა  ჰქონდეთ 50%-იანი შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე.  კორპუსიდან კორპუსში გადასასვლელად სტუდენტს საკმაოდ ბევრი ეხარჯება, ამიტომაც ოქტომბერში დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, მერიაში შევიტანეთ განაცხადი. კომპანია, როცა შეიქმნება განვიხილავთ  პროექტსო, შეიქმნა კომპანიაც, დირექტორიც ჰყავს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენი მოთხოვნა ისევ მოთხოვნად რჩება. მოვუწოდებთ მერიას,  მოკლე დროში გადადგან ქმედითი ნაბიჯები", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ახაგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, გაგი ახალაძე.


შპს ქუთაისის სატრანსპორტი კომპანიის დირექტორის,  გიორგი გიორგობიანის  თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე სოციალური შეღავათები იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის გიორგი გიორგობიანი, ვერ აკონკრეტებს კონკრეტულად რა შეღავათები იქნება მათი მხრიდან გათვალისწინებული. 

"აუცილებელია გავაკეთოთ კალკულაციები, პირველივე დღეს, როცა კალკულაცია გაკეთდება, შემეძლება ვთქვა,  რა ტარიფზე მოვემსახურებით სტუდენტებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვმუშოაბთ ამ თემაზე და ვგეგმავთ შეღავათებს, როგორც სტუდენტებზე ასევე, სოციალურად დაუცველებზე",  - ამბობს გიორგი გიორგობიანი.


ქუთაისში სატრანსპორო კომპანია ორი კვირის დაფუძნებულია.

 

Print