ახალი ამბები
ქუთაისში ვანდალურად დაზიანებული "ცისფერყანწელთა" ხეივანი აღადგინეს
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ქართველი სიმბოლისტი პოეტების, „ცისფერყანწელთა“ ქუთაისური ორდენის წევრთა მემორიალურმა დაფამ,  პირვანდელი იერსახე დაიბრუნა.
პარკის ადმინისტრაციის მიერ, "ცისფერყანწელთა ხეივანში" უკვე განახლდა  პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და  გოგლა ლეონიძის ფოტოები. ქუთაისური ორდენის წევრთა ხეივანი, ოთხი თვის წინ ვანდალურად დააზიანეს. უფრო ადრე, ხეივანში გარეგანათებაც დაამტვრიეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, "ცისფერყანწელთა ხეივანი" 2016 წელს გაიხსნა.


Print