ახალი ამბები																												
					
				
										
											ქუთაისში ვანდალურად დაზიანებული "ცისფერყანწელთა" ხეივანი აღადგინეს									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									11:26 / 17.01.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის
პარკში, ქართველი სიმბოლისტი პოეტების, „ცისფერყანწელთა“
ქუთაისური ორდენის წევრთა მემორიალურმა დაფამ,  პირვანდელი
იერსახე დაიბრუნა.
პარკის ადმინისტრაციის მიერ, "ცისფერყანწელთა ხეივანში" უკვე
განახლდა  პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის,
ვალერიან გაფრინდაშვილისა და  გოგლა ლეონიძის ფოტოები. ქუთაისური
ორდენის წევრთა ხეივანი, ოთხი თვის წინ ვანდალურად დააზიანეს. უფრო
ადრე, ხეივანში გარეგანათებაც დაამტვრიეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, "ცისფერყანწელთა ხეივანი" 2016 წელს
გაიხსნა.
 
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები