ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში გარე მობილობა იწყება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარე მობილობის მსურველთათვის რეგისტრაცია 22 იანვრიდან დაიწყება და 5 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სასწავლო დაწესებულება ავრცელებს. 

სხვა უნივერსიტეტში მობილობით გადასვლის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა ეწვიოთ საიტს student.emis.ge.

იმ სტუდენტებს, რომლებსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურთ გარე მობილობის საფუძველზე სწავლის გაგრძელება, შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია იხილონ თანდართულ ფაილში,, სადაც მოცემულია სპეციალობების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა.
Print