ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 36 210 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (480 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, დიდი ოდენობის ოქრო მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Print