ახალი ამბები
ქუთაისში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში სამხედრო ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე, სახელმწიფო დროშა საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე აღმართეს.
ღონისძიება ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მოადგილესთან ერთად ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა.

"გილოცავთ ქართული დროშის დღეს, დროშა არის ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის, გამარჯვებების, თავისუფლების სიმბოლო. დროშა ინახავს როგორც ჩვენ გმირულ და სასახელო წარსულს, ასევე მომავლის ძალას და რწმენას გვაძლევს. თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დროშას. გილოცავთ და ვისურვებ, არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში", - განაცხადა შალამბერიძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.




Print