ახალი ამბები
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
FaceBook
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
ქვეყნის მთავარი სიმბოლოს -ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფო  დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე ის  უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.


ერალდიკის საბჭოს განცხადებით „საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს“.


არსებული სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.
Print
თეგები: #დროშის დღე