ახალი ამბები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42,7 მლნ ლარი დაიხარჯება
FaceBook

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 42,760,652 ლარი დაუჯდება.


არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნების გამოყოფის დადგენილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო, გამოყოფილი თანხიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე - 7,238,050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 ლარი იქნება.

2016 წლის არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა - 4,624,422 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე დაიხარჯება.

 

Print