ახალი ამბები
გრიპის ვირუსის მიზეზით ქუთაისში პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია
FaceBook
ქუთაისში დეკემბრის ბოლოდან დღემდე ვირუსების შედეგად კლინიკებში პაციენტების მომართვიანობამ იმატა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "მედიქალსითიში" უთხრეს.

კლინიკის ბავშვთა ინფექციური განყოფილების გამგის, ლამარა ლიპარტელიანის თქმით, მას დღეში გრიპის მწვავე ვირუსით დღეში 70-მდე პაციენტი აკითხავს. ექიმის განმარტებით, ზოგადი მაჩვენებელი 200-დან 400 პაციენტამდეა გაზრდილი. 

"ეს არის ეპიდემია. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ვირუსით. პაციენტებს აქვთ შემდეგი ჩივილები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მტვრევა ორგანიზმში", - ამბობს ლამარა ლიპარტელიანი. 

ექიმები მოქალაქეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ურჩევენ - იარონ პირბადით, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ  ძირითადად გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება A და რეინო ვირუსებიც.
Print