ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დროშის მოსაწყობად მეექვსედ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გამოავლინა
FaceBook

ქუთაისის მერიამ მეექვსე მცდელობაზე იპოვა კომპანია, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში დროშას აღმართავს.



შპს „ნიუ იბერიასთან“ 49 959 ლარიანი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კომპანიამ დროშის დგარის მოსაწყობად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა დაასრულოს.


ნიკეას ბოლოში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელია, ქუთაისის მერიამ დროშის მოწყობა თითქმის ორი წლის წინ გადაწყვიტა. ამ მიზნით პირველი ტენდერი 2018 წლის პირველ მარტს გამოაცხადა. მას შემდეგ ტენდერები სხვადასხვა მიზეზით, ხუთჯერ ჩაიშალა.


მეხუთე მცდელობაზე დროშის მოწყობის ვალდებულება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ „გიან 2011“-მა აიღო, თუმცა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა და მერიას კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება დასჭირდა.

Print