ახალი ამბები
ქუთაისის ციხეში პატიმრების შიმშილობის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტებას აკეთებენ
FaceBook
ქუთაისის სასჯელაღსულების #2 დაწესებულებაში პატიმრების შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტებას აკეთებენ. აღნიშნული სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავას თქმით, ამ დროისთვის ქუთაისის ციხეში მხოლოდ 5 პატიმარი  სხვადასხვა მოთხვნის გამო შიმშილობს. როგორც ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში ბაია ცანავამ  განმარტა, ხუთიდან სამი პატიმარი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს, ხოლო ორი პატიმარის მოთხოვნაა სხვაგან გადაყვანა. "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების ინფორმაციით, ქუთაისის 12 პატიმარი არაადამიანური მოპყრობის გამო შიმშილობს.

თეკლე მორგოშია
Print