ახალი ამბები
"ტურისტების აქ მოყვანა გვრცხვენია"-ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დასუფთავებას ითხოვენ
FaceBook
პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წარმომადგენელმა ქუთაისში, თემურ ცამციშვილმა, "გიდების ასოციაციის" თავმჯდომარესთან ერთად, მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება გააპროტესტა.

მისი თქმით, ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ატრაქცია, ანტისანიტარიის კერაა. პრობლემაზე კი არავინ რეაგირებს.
"ჩვენ გადასახადებს ვუხდით სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებისთვის და კი ვხედავთ როგორც აგვარებს. რიონის მთელი სანაპირო, რომელიც არის ტურისტული ზონა, ანტისანიტარიის კერაა. უკვე სუნიც იგრძნობა და როცა ტურისტები აქ მოდიან, არის ძალიან უხერხული სიტუაცია. მდინარეში რა ხდება და რა პროცესები შეიძლება საბოლოოდ ამ ანტისანიტარიამ გამოიწვიოს, ეს კიდევ მეორე პრობლემაა"-ამბობს  თემურ ცამციშვილი.

ტურისტებთან შექმნილ უხერხულ სიტუაციებზე ისაუბრა "საქა
რთველოს გიდების ასოციაციის"  თავმჯდომარემ, ლაშა ბერეკაშვილმაც. მისი თქმით, ყოველთვის, როცა ტურისტების ამ ტერიტორიაზე გაყვანა უწევს, მდინარის სანაპირო დაბინძურებული ხვდება.
"ვერ წარმოიდგენთ როგორ სიბინძურეში გვიწევს აქ ტურისტების მოყვანა. არის წარმოუდგენელი ანტისანიტარია და გვრცხვენია, რომ ტურისტებს ეს ადგილი შევთავაზოთ დასათვალიერებლად"-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
Print