ახალი ამბები
14 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი შტორმი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print