ახალი ამბები
ფილმს “შინდისი” სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
FaceBook

15-25 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება.



ფესტივალზე, დიმიტრი ცინცაძის ფილმი "შინდისი" იქნება ნაჩვენები.


"შინდისი" რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეხება და რეალურ ფაქტებს ასახავს.

მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ.

ფილმმა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

"შინდისის" ჩვენებები სანტა ბარბარაში 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება.


 

Print