ახალი ამბები
„მეორე ნახევარი“ - მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 


რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი წარმოადგენს სპექტაკლს  „მეორე ნახევარი“ -  დრამატურგ მაკა კუკულავას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. 

სპექტაკლში დაკავებული არიან მესხიშვილის თეატრის მსახიობები დავით როინიშვილი და ენდი ძიძავა. 

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია. 

პრემიერა თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.
Print