ახალი ამბები
განახლებული თოჯინების თეატრი 19 იანვარს პრემიერით გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის განახლებულ შენობაში 19 იანვარს პრემიერა გაიმართება.
ეს იქნება პირველი სპექტაკლი, რომელსაც თეატრის რეაბილიტირებულ შენობაში პუბლიკას შესთავაზებენ.  

წარმოდგენილი იქნება პრემიერა, ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი პიესა "ჩხიკვთა ქორწილი“.

ქუთაისის თოჯინების თეატრში სარემონტო სამუშაოები, დაახლოებით, ერთი თვის წინ დასრულდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, გაუმაგრდა საძირკველიც. შეიცვალა სცენის კონსტრუქცია, დარბაზი აღიჭურვა ახალი განათების აპარატურით.

თეატრის რეკონსტრუქცია ნახევარ მილიონ ლარზე  მეტი დაჯდა.


Print