ახალი ამბები
საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 14 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, 11 იანვარს მცირე ნალექია ნავარაუდევი.

12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
Print
თეგები: #ამინდი