ახალი ამბები
„სოფლად სახლის“ ფარგლებში საცხოვრებელს 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს
FaceBook
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიას "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში 401 ოჯახი შეარჩია, რომლებსაც საცხოვრებელ ფართს შეუძენს.


იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს,  შესაძლებლობა ჰქონდათ სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საკუთარი სურვილისამებრ შეერჩია. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შერჩეული საცხოვრებლების შესყიდვას  სახელმწიფო უზრუნველყოფის. თითოეულ ოჯახზე დაფინანსების რაოდენობა მათ სულადობის მიხედვით განისაზღვრა.

"სოფლად სახლის" პროგრამაში მონაწილეობის სურვილი სულ 715 -მა დევნილმა ოჯახმა გამოთქვა, თუმცა, წელს მხოლოდ 401 მათგანი შეირჩა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის,  ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, ვიდრე სახლების შეძენის პროცესი დაიწყება, მანამდე მათი მდგრადობის შესახებ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

"სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში,  გასულ წელს სახელმწიფომ სახლი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
Print