ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გასული მასალის შემდეგ ბეღელში მცხოვრებ ოჯახს სახლი გადასცეს
FaceBook
ჭიათურის სოფელ ხრეითში მცხოვრები მეფარიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც ბეღელში ცხოვრობდა, ჭიათურის მერიამ ახალი სახლით დააკმაყოფილა.
ოჯახის შესახებ მუნიციპალიტეტმა ქუთაისიპოსტიდან გაიგო.


მეფარიძეებს ორსართულიანი სახლი ჭიათურაში სტალინის ქუჩაზე გადაეცათ.

"ბავშვების ახალ სკოლაში გადაყვანის საკითხი დარჩა ახლა მოსაგვარებელი, რომელიც, ასევე, მალე გადაწყდება", - ამბობს სოფელ ხრეითის გამგებელი, აჩიკო ჯაფარიძე.  

ოჯახს საცხოვრებლი სახლი 20 წლის წინ დაეწვა და მას შემდეგ უკვე 20 წელია ბეღელში ცხოვრობდა.


მეფარიძეების ძველი სახლი ხრეითში


ამავე თემაზე:


ცხოვრება ბეღელში - ოთხშვილიანი ოჯახი ჭიათურიდან (ფოტო/ვიდეო)
Print