ახალი ამბები																												
					
				
										
											სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									12:58 / 09.01.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												სახელმწიფო ოკუპირებულ
ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-მდე
სტუდენტს, სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული
ოდენობის ფარგლებში 2 250 ლარით
აფინანსებს.  
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის
სწავლის დასაფინანსებლად  4 000 000 ლარი გამოყო.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები