ახალი ამბები
ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავების ათეულშია
FaceBook

მსახიობ ლევან გელბახიანი „ბერლინალეზე“ ევროპის ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარსდგება.


იგი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა.  ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეული „ევროპული კინოს პრომოუშენმა“ (EFP – European Film Promotion) გამოაქვეყნა, გადაწყვეტილება კი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.


ლევან გელბახიანი  ლევან აკინის გახმაურებული ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელია. პირველმა კინოროლმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი საერთაშორისო აღიარება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა.

ჟიურიმ ლევან გელბახიანი ასე დაახასიათა: “21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“ .

„ევროპული კინოს პრომოუშენი“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის, არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ლევან აკინის

Print