ახალი ამბები
საქართველოში გრიპის ვირუსით ორი ადამიანია გარდაცვლილი
FaceBook
საქართველოში ყოველ 10 000 ადამიანზე 180-მდე ვირუსს ევრძვის, აქედან 22% ჰოსპიტალიზირებულია - განუცხადეს ქუთაისიპოსტს დაავადებათა კონტროლოს ცენტში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში დეკემბერ-იანვარში ორი ადამიანი გარდაიცვალა გრიპის ვირუსით. 

დავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ორივე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული A ტიპის ვირუსით იყო გამოწვეული.

''ძირითადად  გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება A და რეინო ვირუსებიც.  მოსახლეობას ვურჩევთ  ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები," - აცხადებენ დაავადებათა კონტროლოს ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვის მიზნით, ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ ტამიფლუს (იგივე „ოსელტამივირი”) უფასოდ მიიღებენ.

Print