ახალი ამბები
თოჯინების თეატრში სპექტაკლების ჩვენება იანვრის ბოლოდან დაიწყება
FaceBook

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.


გარემონტდა თეატრის მთელი შენობა და ეზო. შეიცვალა განათებისა და გახმოვანების სისტემა.

თოჯინების თეატრში სპექტაკლების ჩვენება იანვრის ბოლოდან დაიწყება.


„ახალ სასცენო სივრცეზე, ახალ განათებასა და გახმოვანების სისტემაზე უნდა გადაეწყოს ყველა სპექტაკლი. ამას სჭირდება დრო“, - აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

თოჯინების თეატრის შენობისა და ესზოს რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღეს. 

2018 წელს რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650 ლარი გამოყო.


ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. სამუშაოები საბოლოოდ შპს „ტოჩმა“ განახორციელა.

თეატრის რეკონსტრუქცია 580500 ლარი დაჯდა.

Print